ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორისთვის გადაცემა კვლავაც არ გადაწყვეტილა #1TVSPORT
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით 45-ე სხდომა გაიმართა, ერთ-ერთი განსახილველი თემა ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხი იყო.
საკითხი სხდომაზე ასე იყო ფორმულირებული: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით) გასხვისებაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 ივლისის №400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სხდომა ჩატარდა, სადაც ქუთაისის საკრებულოს წევრებს უნდა გადაეწყვიტათ, გუნდს ქონების მართვის სააგენტოს გადასცემდნენ თუ ახალ ელექტრონულ აუქციონს დანიშნავდნენ. არსებული ცნობებით, აუქციონის პირობები შეცვალეს და სავარაუდოდ, თავიდან დაინიშნება.
შეგახსენებთ, მოლოდინი იყო, რომ აგვისტოში ქუთაისის „ტორპედო“ ორიდან ერთ-ერთ დაინტერესებულ ჯგუფს გადაეცემოდა – „ნიუ ნიჟენს“ ან „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“. 19 აგვისტოს აუქციონი არ შედგა. „ტორპედოს“ საწყისი ფასი 567 00 ლარი იყო, თუმცა ამას დაემატა ძველი დავალიანება, რომლის წარმოშობაც კითხვებს ბადებდა და არც ერთ ინვესტორს არ სურდა.
„ტორპედოთი“ დაინტერესებულ ჯგუფებში არის იმედი, რომ სიახლე სექტემბრამდე იქნება, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღონ.