ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული - მინდა „ტორპედოს“ წინსვლაში დავეხმარო
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული - მინდა „ტორპედოს“ წინსვლაში დავეხმარო

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულთან, მილოშ ლაჩნისთან სლოვაკურმა გამოცემა sport.aktuality.sk-მა ინტერვიუ ჩაწერა. ქუთაისის “ტორპედოს” ახალწვეული თავდამსხმელი საქართველოში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

„ქართულ გუნდში გადასვლა “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე. მანამდე ის ვლადიმირ ვაისს ესაუბრა, რომელმაც კარგად დამახასიათა და მიხარია, რომ ეს ტრანსფერი შედგა. დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე. “ტორპედო” ქვეყნის ჩემპიონია და ევროტურნირებზე თამაშობს. ეს ჩემთვის გამოწვევაა. სამწუხაროდ, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, მაგრამ თამაშს ევროპალიგაზე ვაგრძელებთ. გული მწყდება, რომ გუნდს “შერიფთან” ვერ დავეხმარე. მაქსიმალურად ვეცადე, საბუთები სწრაფად მომეგვარებინა, თუმცა უეფა-მ განმეორებით მატჩში მონაწილეობის მიღებაზე უარი მითხრა. “ტორპედოში” სლოვაკი მარეკ ჰლინკა დამხვდა. ის აქ სამი კვირაა და გუნდს უკვე კარგად იცნობს. ადაპტაციის გავლაში ისიც დამეხმარება. სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე. ვესაუბრე ხელმძღვანელობას და მათ დიდი ამბიციები აქვთ. ქვეყნის ჩემპიონობის მერე, “ტორპედოს” წინსვლა და ახალ საფეხურზე ასვლა სურს, მე კი მინდა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო. იმედია, გამომივა”, – ამბობს მილოშ ლაჩნი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ 30 წლის სლოვაკი ფორვარდი რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა და ქართულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მილოშ ლაჩნის ბოლო კლუბი სლოვაკური “ჟილინა” იყო.