კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი თვით ადრე „ტორპედოს“ კაპიტანი გიორგი კუხიანიძე ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის, მის არყოფნაში კი ეს როლი მერაბ გიგაურს დაეკისრა.
კუხიანიძე რომ დაშავდა, კაპიტნის სამკლავურით გუნდი ცოტნე ნადარაიას და როინ კვასხვაძეს გაჰყავდათ, ახლა კი „ტორპედოს“ დროებით კაპიტნად მერაბ გიგაური აირჩიეს – 29 წლის ნახევარმცველი გუნდში 2010 წელს ჩაირიცხა და 2010-14 და 2017-19 წლებში თამაშობდა.
გიგაური 2019-22 წლებში აზერბაიჯანის ჩემპიონატში „გაბალასა“ და „შამახში“ გამოდიოდა, 2022 წელს კი ისევ ქუთაისში დაბრუნდა და კვლავ „ტორპედოს“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
მერაბ გიგაურს „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოში ყველა ტიტული აქვს მოგებული, 2019 წლის სუპერთასი გუნდმა „საბურთალოსთან“ მის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.