ქუთაისის „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი - გუნდი აუცილებლად გაძლიერდება
სეზონი დასრულდა, ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. მაგრამ ეს უკვე წარსულია და გულშემატკივარს აინტერესებს – რა ელის “ტორპედოს”, გაძლიერდება თუ არა მომავალი ევროსეზონისთვის კლუბი, რომელმაც საქართველო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა წარადგინოს.
ქუთაისური გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა მოსიაშვილი გულშემატკივრებს აიმედებს, რომ საქართველოს ჩემპიონი ახალ სეზონის დაწყებამდე სოლიდური შემადგენლობას შეკრებს.
“ჩვენი სურვილია, რომ 2018 წელიც ისეთივე წარმატებული გამოდგეს, როგორც ეს წელს მოხდა. ამავე დროს, ცხადია, ევროსარბიელზე ღირსეულ თამაშზე ვფიქრობთ. გულშემატკივრებს მივმართვ და ვეტყვი – კლუბის დაკომპლექტებაზე უკვე ვმუშაობთ. ვფიქრობთ როგორც მოქმედი ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებაზე, ასევე ლეგიონერებისა და ადგილობრივი ფეხბურთელების დამატებაზე. ჩვენ “ტორპედოს” გაძლიერება რომ გვსურს, ამაზე ორი აზრი არაა”, – ამბობს მოსიაშვილი.