ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოს „სამგურალს“ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გასვლაზე ეთამაშა, 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ გამართულ შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა. 54-ე წუთზე ელიტონ ჟუნიორის გადაცემით მერაბ გიგაურმა ისარგებლა და მასპინძლებს ახლო კუთხიდან გაუტანა.
სულ რაღაც შვიდი წუთში ქუთაისელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და დამატებაზე ბიორნ იონსენმა „სამგურალს“ მეორე გოლიც გაუტანა. მართალია, 77-ე წუთზე წყალტუბოელების თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ 83-ე წუთზე გიორგი არაბიძის გადაცემით ნიკოლა ნინკოვიჩმა ქუთაისელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
ქუთაისის „ტორპედომ“ 17 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში პირველად დაწინაურდა მე-2 ადგილზე, წყალტუბოს „სამგურალი“ (16) კი მე-7 პოზიციაზეა.