ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი 15 იანვარს შეიკრიბება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 20 იანვარს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც პირველ შეკრებას გამართავს, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.
„ტორპედო“ საქართველოში 30 იანვარს დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ახალწვეულებსა და მეორე შეკრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კლუბი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
ცნობილია, რომ იტალიის სერია A-ს „ემპოლიში“ გადავიდა „ტორპედოს“ 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე. გუნდი ასევე დატოვეს მაურო კაბალიერომ, გიორგი ქობულაძემ, ანრი ჭიჭინაძემ, გიორგი ფანცულაიამ და ალდაირ ნეტომ.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მთავარი მწვრთნელის პოსტთან ერთად სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერის) თანამდებობასაც დაიკავებს.