ქუთაისის „ტორპედომ“ პაატა ღუდუშაურის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ პაატა ღუდუშაურის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

27 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. „ტორპედოს“ ახალწვეული უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს“, – წერია ქუთაისური კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

პაატა ღუდუშაურმა წელი ბათუმის „დინამოში“ დაიწყო (72 მატჩში 19 გოლი, 19 საგოლე გადაცემა), საიდანაც ისრაელის მთავარ ლიგაში გადავიდა და „ბნეი-სახნინის“ ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ბათუმის „დინამოში“ ღუდუშაურმა ე.წ. ორმაგი დუბლი შეასრულა, ანუ 10-ზე მეტი გოლი და საგოლე პასი მიითვალა (12 გოლი, 13 საგოლე პასი). ის ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ბოლო წლებში ამის გაკეთება მოახერხა.

2023 წელს ღუდუშაური ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. 27 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილაშიც“ თამაშობდა.