ქუთაისის „ტორპედომ“ ლიცენზირების პროცესი გაიარა და საქართელოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება დართო – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„დღეს ეროვნული პრო-ლიცენზია ოფიციალურად მივიღეთ, რაც „ტორპედოს“ უფლებას აძლევს 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს“ – წერია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
თუმცა, იქვე მითითებულია, რომ ჯერ გუნდზე დაკვირვება გაგრძელდება: „თუმცა, კლუბი ჯერ კიდევ რჩება ლიცენზიარის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ, რომლის დროსაც კლუბში მიმდინარე პროცესები გაკონტროლდება“.
ქუთაისის გუნდს ეროვნული ლიგიდან დაქვეითების საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, როდესაც „ტორპედოს“ მეპატრონეს პექრსონალის მიამრთ დავალიანება დაუგროვდა.