ქუთაისის „ტორპედომ“ გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – კლუბის ღირსებას გვინეის ნაკრების მოთამაშე მომო იანსანე დაიცავს.

ქუთაისელებმა ახალწვეული უკვე წარადგინეს. „ტორპდოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბსა და 26 წლის ფორვარდს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ტორპედოს“ იანსანე  ხორვატიის მეორეადგილოსან „რიეკადან“ შეუერთდა. ამ კლუბში გადასვლამდე, 2021 წლიდან იანსანე ტირასპოლის „შერიფის“ ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მოლდოვის ჩემპიონის მაისურით, ჯამში, 15 გოლი დაუგროვდა – მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული იყო გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა.