ქუთაისის „ტორპედომ“ „დნიპროდან“ ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ „დნიპროდან“ ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT

„ტორპედოს“ პრეზიდენტის, დავით კერესელიძის ინფორმაციით, ქუთაისურმა კლუბმა დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ფეხბურთელი ფელიპე პირესი დაიმატა.

28 წლის ბრაზილიელმა შემტევმა „ნიუ ვიჟენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი გუნდს თურქული შეკრების შემდეგ შეუერთდა.

ფელიპე პირესმა თამაში ბრაზილიის „რედ ბულში“ დაიწყო, შემდეგ შეუერთდა გერმანული კლუბის, „ლაიფციგის“ 19-წლამდელთა გუნდს. ბრაზილიისა და გერმანიის გარდა, თამაშობდა ხორვატიაში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთსა და უკრაინაში. ბოლოს, 2023 წლის ზაფხულიდან „დნიპროს“ ღირსებას იცავდა.