ქუთაისის „ტორპედომ“ ბრაზილიელი შემტევი დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ბრაზილიელი შემტევი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, ელიტონ ჟუნიორი დაიმატა – ინფრომაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს ბოლო დღეებში ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ განხორციელებული მეორე ტრანსფერია – მანამდე გუნდმა გვინეა-ბისაუს ნაკრების მოთამაშე, ჟორჟინიო დაიმატა. „ტორპედოსა“ და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. გუნდის ახალწვეულმა, ელიტონ ჟუნიორმა „ტორპედოს“ გულშემატკივრებს მიმართა.

„„ტორპედოს“ გულშემატკივრებო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“, – ამბობს ქუთაისური კლუბის ბრაზილიელი ახალწვეული.

25 წლის სამხრეთამერიკელი მოთამაშე 2023 წელს ფინეთის ვიცე-ჩემპიონ „კუპსის“ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ასევე დასახელებული იყო ფინეთის ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის ნომინაციაში.

ელიტონ ჟუნიორის ტრანსფერი 2024 წლის იანვრამდე შვედურ „ვარბერგს“ ეკუთვნოდა, სადაც „რედ ბულ ბრაზილიდან“ (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.