ქუთაისის "ტორპედოდან" ერთ-ერთი ლიდერი ფალავანდიშვილი კვიპროსში ჩიხრაძესთან ითამაშებს
ქუთაისის "ტორპედოდან" ერთ-ერთი ლიდერი ფალავანდიშვილი კვიპროსში ჩიხრაძესთან ითამაშებს

გუგა ფალავანდიშვილმა “ტორპედო” დატოვა. 24 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მან კარიერის უცხოეთში გაგრძელება ისურვა.

ცხადია, ეს კლუბის სურვილი არ გახლდათ – ფალავანდიშვილი “ტორპედოსთვის” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და მის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუნდს ძალიან დააკლდება.

გუგა ფალავანდიშვილმა “ტორპედო” უკვე დატოვა – 1 არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, ის კარიერას კვიპროსში გააგრძელებს – ფალავანდიშვილი კონტრაქტს ახნას “ეთნიკოსთან” გააფორმებს, რომლის მთავარი მწვრთნელიც ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძეა.