ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT

დღეს, ქუთაისის „ტორპედო“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც გუნდმა ორი შეკრება დაგეგმა.

„ტორპედოს“ პრესსამსახური ჯერ არ ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, გია ცეცაძემ თურქულ შეკრებაზე რომელიც ფეხბურთელები წაიყვანა.

გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა. თურქულ შეკრებაზე კი „ტორპედოში“ ახალწვეულებიც არიან – გია მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე.

ამავე დროს, მათთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრნენ, როინ კვასხვაძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან მჭედლიძე, მათე ცინცაძე. კლუბში თავის გამოჩენის კარგი საშუალებას ახალგაზრდებასაც მიეცემათ.