მაურო კაბალიერომ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა, – ინფორმაციას გერმანული სამენეჯერი პორტალი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
პარაგვაელი ცენტრალური თავდამსხმელი კლუბს 2022 წლის 16 აგვისტოს პორტუგალიური „კოიმბრადან“ შეუერთდა, მან გუნდში 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
მაურო კაბალიერო „ასუნსიონ ლიბერტადის“ აღზრდილია. პარაგვაის პრიმერა დივიზიონში მისი დებიუტი 2011 წელს შედგა. 2013 წლის დასაწყისიდან პორტუგალიური გრანდის, „პორტოს“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მხოლოდ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.
2016 წლის შუა რიცხვებში კაბალიერო გადავიდა პარაგვაის „ოლიმპიაში“, 2017 წლის იანვარში – ჩილეს „პალესტინოში“, ხოლო 2017 წლის შუა რიცხვებში კონტრაქტი გააფორმა ჩილეს კლუბ „სან ლუის კვილოტასთან“, საიდანაც „კოიმბრამ“ მიიწვია.