ქუთაისის „ტორპედო“ კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ დატოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ დატოვა #1TVSPORT

სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს თასის მფლობელი „ქუთაისის ტორპედო“ პირველმა ფეხბურთელმა დატოვა – გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისელთა კაპიტანი ვაჟა ტაბატაძე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

„ვაჟა ტაბატაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას აღარ დაიცავს. კლუბი მადლობას უხდის მას თითოეულ შეხვედრაში ნაჩვენები თავდადებული გარჯის, ბრძოლისუნარიანობისა და პროფესიონალიზმისათვის! წარმატებებს გისურვებთ, კაპიტანო“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

31 წლის ვაჟა ტაბატაძეს „ტორპედოსთან“ ერთად მრავალი დაუვიწყარი წელი აქვს გატარებული. ის გუნდში 2011 წელს ჩაირიცხა. ორ წელიწადში „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა.

2015 წელს თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმებმა მას გასაქანი არ მისცა, რის გამოც ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მარჯვენა მცველს კარიერაში პრობლემები ხშირად ექმნებოდა.

ვაჟა ტაბატაძე ერთ-ერთი ის იშვიათი მოთამაშეა, რომელმაც „ტორპედო“ გაჭირვების დროს არ მიატოვა და ბოლომდე უერთგულა. გუნდთან ერთად 2017 წელს ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2015/16 და 2022 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.