ქუთაისის „ტორპედო“ გაიყიდა - გუნდის მფლობელი „ნიუ ვიჟენი“ გახდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდა და გუნდის ახალი მფლობელი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ (რექტორი დავით კერესელიძე) გახდა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გამარჯვებული ჯგუფის წარმომადგენელმა დაუდასუტრა.
ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე 577 017 ლარად გაიყიდა. პლუს გუნდის ახალმა მფლობელმა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ თავის თავზე დავალიანების გასტუმრება აიღო.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი დავით კერესელიძე ერთადერთი იყო, რომელმაც მეორე აქუციონზე ბიჯი შეიტანა, ხოლო მის კონკურენტ „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ მონაწილეობა არ მიუღია.
ასე რომ, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კლუბის, „ტორპედოს“ მფლობელი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი დავით კერესელიძეა და ეს კლუბში ვითარების გამოსწორების იმედს გვიტოვებს.