ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ესპანეთში მიემგზავრება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და რამდენიმე დღით საქართველოში დაბრუნდა, 10 თებერვალს კი ესპანეთში მიემგზავრება. სტივ კინის გუნდი ვალენსიაში დაბინავდება და იქ ყოფნის პერიოდში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
13 თებერვალს „ტორპედოს“ პირველი მეტოქე ნორვეგიული „სტაბეკი“ იქნება. 15 თებერვალს ქუთაისელებს ესპანური „ჰერკულესი“ უმასპინძლებს, ხოლო 17-ში „ტორპედო“ ესტონურ „ლევადიას“ შეხვდება. მეოთხე მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და ესპანეთში ჩასვლის შემდეგ დაზუსტდება.
ვალენსიაში სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იქნება (განაცხადი მოგვიანებით გამოქვეყნდება). კლუბის პრეზიდენტ დავით კერესელიძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, „ტორპედომ“ ლეგიონერები კიდევ დაიმატოს.