ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტორპედოს“ გულშრმატკივრების აქცია მიმდინარეობს
„ტორპედოს“ გულშემატკივრები ქუთაისის ხელისუფლებას სთხოვენ კონკრეტულ პასუხს გუნდის ინვესტორზე გასხვისებასთან დაკავშირებით. გულშემატკივრების თქმით, გუნდს ფედერაციისგან დაახლოებით ორ მილიონიანი დავალიანების დასაფარად ვადა სამ თებერვლამდე აქვს მიცეული.
დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ვადის გასვლის შენდეგ კი „ტორპოდო“ უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადავა.
„მოგეხსენებათ, რომ მეოთხე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას დაახლობით ხუთი წელი სჭირდება, რაც გუნდისთვის უკან დახევა იქნება”-განუცხადა პირველ არხს გუნდის გულშემატკივარმა ქეთა ჯალაღონიამ.
გულშემატკივრების ინფორმაციით ქუთაისის მერიაში ამ წუთებში მიმდინარეობს ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესი. აქციის მონაწილეების მოთხოვნას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. კომენტარი ჟურნალისტებთან მერიის იურისტმა გააკეთა. ირაკლი გიორგაძის განმარტებით მიაღწევს თუ არა მერია იტალიელ ინვესტორთან შეთანხმებას ამის შესახებ ინფორმაციას გულშემატკივარი სამ თებერვლამდე მიიღებს.