ქუთაისელთა ახალწვეული ყაზახეთიდან - ბელგიაში დაიწყო, ბრაზილიაში იზრდებოდა, ყაზახეთის ნაკრებში ითამაშა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოში“ ახალწვეული ჩაირიცხა – 27 წლის ინგუში ფეხბურთელი მაგომედ პარაგულგოვი, რომელიც საინტერესო ისტორიის მქონე მოთამაშეა.
მაგომედ პარაგულგოვი 5 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად გადავიდა ბელგიაში, სადაც ახალგაზრდულ გუნდებში „რუპელ ბუმსა“ და „ანტვერპენში“ ვარჯიშობდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ოჯახი დაბრუნდა ყაზახეთში და პარაგულგოვი ალმატის „ცესნაში“ გადავიდა.
2009 წელს ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებიდან შეკრებილ 26 ახალგაზრდასთან ერთად ბრაზილიის აკადემიაში „ოლე ბრაზილიში“ სტაჟირებისთვის წავიდა.
2012 წელს გახდა ალმატის „კაირატის“ ფეხბურთელი. 2015 წელს იჯარით სემეის „სპარტაკში“ გადავიდა. მერე იყო პავლოდარის „ირტიში“, „კაისარი“ და კვიპროსის „ერმისი“, 2021 წლის დასაწყისში „აკჟაიკში“ ჩაირიცხა, სადაც მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა.