ქუთაისის „ტორპედო“ მორიგი ახალწვეული წარადგინა – 2020 წელს გუნდის ფორმით უკრაინელი შემტევი ნახევარმცველი ივან ბობკო ითამაშებს.
„ტორპედოსა და ნახევარმცველ ივან ბობკოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ფეხბურთელი შემდეგ სეზონში ჩვენს კლუბში ითამაშებს. 29 წლის უკრაინელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს“ – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.
„ტორპედოს“ ახალწვეული ოდესელია, უთამაშია ოდესის „ჩერნომორეცსა“ და ხარკოვის „მეტალისტში“, ასევე უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებში. ასევე იყო უნგრულ „დებრეცენის“, შვედური „ესკილსტუნას“ და ყაზახური „ოკჟეტპესის“ ფეხბურთელი. ბობკოს აქვს სანაკრებო გამოცდილება – მან უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.