ქუთაისელი გულშემატკივრები „ლოკომოტივს" ამხნევებენ - მოსკოვის „დინამოს“ 2017 წელს მოვუგეთ
ქუთაისელი გულშემატკივრები „ლოკომოტივს" ამხნევებენ - მოსკოვის „დინამოს“ 2017 წელს მოვუგეთ

სოციალურ ქსელში ქუთაისის „ტორპედოს” გულშემატკივართა კლუბის გვერდი ევროპის ლიგაზე მოსკოვის „დინამოს“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„თბილისის ლოკომოტივი ევროპა ლიგაზე მოსკოვის „დინამოს“ შეხვდება. ინტერნეტ სივრცეში ყველგან პესიმისტური პოსტებია, ამდენი აქვთ ბიუჯეტი, ის ჰყავთ – ეს ჰყავთ და ა.შ. მსგავსი მიდგომა ყოვლად მიუღებელია, როდესაც საქმე რუსეთს ეხება“, – წერია „ტორპედოს“ ფანების გვერდზე.

ამის დასტურად ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ახლოა წარსულის ვიდეო გამოაქვეყნეს: „ეს ვიდეო სულ რაღაც სამი წლის წინანდელია, თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ მოსკოვის „დინამო“ გიორგი ქიმაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ნუ იჩქარებთ იმის თქმას, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა იყო – ამხანაგური ფორმალურად, მხოლოდ ფურცელზე იყო, თორემ მოედანზე მსგავსი დაძაბული თამაში, ჩხუბი ფეხბურთელებს შორის ამხანაგური ნამდვილად არ ეთქმოდა. როდესაც საქმე რუსეთს ეხება, არამარტო მეტოქეს, არამედ საკუთარ თავსაც უნდა გადაახტეთ. შეუძლებელია არაფერია! მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის – საქართველოსთვის!“.

გიორგი ქიმაძის გოლი

2017 წლის 15 თებერვალს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დაბადების დღეს, თურქეთის ქალაქ ბელეკში ქუთაისის „ტორპედომ“ ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 58-ე წუთზე მოსკოველთა თავდამსხმელის, პაველ პოგრებნიაკის უხეშობას გიორგი გურულის რეაქცია და ფეხბურთელთა შორის ინციდენტი მოჰყვა, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.

ინციდენტის კადრები