ქუთაისის „ტორპედოს“ ფან-კლუბი „ჩენ ვართ ტორპედო“ გამოეხმაურა ლევან კობიაშვილის კომენტარს, რომელმაც სუპეთასის მფლობელ გუნდში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
„როგორც ლევან კობიაშვილი ამბობს, ჩვენ, ფანები, ბევრ თემასთან დაკავშირებით სწორად ინფორმირებულები არ ვიყავით და ისეთ რაღაცეებს ვამბობდით, რაც რეალობას აცდენლი იყო. როცა გუნდი გეშლება, რთულია თავის გაკონტროლება. ამ დროს შენს კლუბზე ნათქვამი ყველანაირი ჭორი თუ სიმართლე გაშინებს. ამის შემდეგ სფფს პრეზიდენტი ქუთაისში ჩამოვიდა და ფანებს პირადად შეგვხვდა. შექმნილ ვითარებაზე ვილაპარაკეთ, ბევრი რამ გავარკვიეთ და პირობა მოგვცა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში რომ თამაშობდეს. „იმედშიც“ გარკვევით ამბობს, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ყველამ ერთობლივი ძალებით უნდა გადავარჩინოთო. ისიც ახსნა, ჩვენი გუნდის ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა რაოდენ მნიშვნელოვანია“.
ფანებმა კობიაშილის გამოსვლის იმ ნაწილს მიაღწიეს ყურადღება, რომელიც გუნდის დაფინანსებსი წყაროს ეხებოდა:
„რაც შეეხება ქალაქის მერიას, ამასაც კარგად ხსნის კობიაშვილი, რომ მას ყველანაირი უფლება გააჩნია, რომ გუნდისთვის საარსებო თანხები მოიძიოს, რაც ხელფასის დარიგებას გულისხმობს. იმედია, ყველაფერი დალაგდება და გუნდს ერთად დგომით გადავარჩენთ!“ – წერია „ჩვენ ვართ ტორპედოს“ განცახდებაში.