„მანჩეტერ სიტის“ ნახევარმცველის რიად მაჰრეზის სახლი გაქურდეს, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.
წყაროს ცნობით, საერთო ჯამში ფეხბურთელის ზარალმა 555 ათას ევროს გადააჭარბა. კერძოდ, ქურდებმა წაიღეს 255 ათასი ევროს ღირებულების Richard Mille-ის საათი, Rolex-ის ორი საათი, 61 ათასი ევრო ნაღდი ფული, „კარტიეს“ სამაჯური და საფეხბურთო მაისურები.
იტყობინებიან, რომ მოთამაშე შინ არ იმყოფებოდა, როცა მძარცელებმა მანჩესტერის ცენტრში, მის ბინაში შეაღწიეს.
29 წლის მაჰრეზი „მანჩეტერ სიტიში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს.