ქურციკები ქართული ტურნესთვის დაირაზმნენ - სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
უკვე ცნობილია ქურციკების ის 38 მოთამაშე, რომელიც აგვისტოში საქართველოში გამოემგზავრება.
მთავარი მწვრთნელის, ლინჩის განცხადებით, ეს იქნება მოსამზადებელი ეტაპი 2023 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდის ჩამოსაყალიბებლად.
ტურნეს შესახებ ისაუბრა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რასი ერასმუსმაც:
„კოვიდპანდემიისა და ზედიზედ ორი წელი გაუქმებული თვრამეტწლამდელთა საერთაშორისო ტურნირების გამო დავიწყეთ ალტერნატიული ტურნირების ძიება, რომ გუნდს სანაკრებო დონეზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონოდა და ჩვენ მოხარულები ვართ ამ შესაძლებლობით“.
ტურნეს ფარგლებში ოთხი მატჩია დაგეგმილი, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს სპარინგი 4, 7, 11 და 14 აგვისტოს აქვთ დაგეგმილი.
ეს ახალგაზრდა ბოკების პირველი სტუმრობა არ იქნება საქართველოში. 2018 წელს გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები ქურციკებთან მძიმე ბრძოლაში (27:33) დამარცხდნენ. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, იყო რამდენიმე ამხანაგური მატჩიც 2017 წელს, მაგრამ ჯერჯერობით გამარჯვება ყველა შემთხვევაში ბოკებს დარჩათ.