„ქონიასპორის“ მეკარე მატჩის დაწყებიდან მე-11 წამზე გააძევეს
„შეცდომა, რომელიც ფეხბურთის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს“, – ასე მონათლეს ჟურნალისტებმა ეპიზოდი, „ქონიასპორისა“ და „მალათიასპორის“ მატჩის პირველივე წამებზე რომ მოხდა.
შეხვედრის დაწყებიდან მე-11 წამზე „ქონიასპორის“ მეკარე სერკან კირინთილიმ საჯარიმო მოედნის ხაზი ბურთიანად გადაკვეთა.
დაუჯერებელი შეცდომა შეხვედრის მთავარ მსაჯს არ გამოპარვია, გოლკიპერს წითელი ბარათით აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
10 ფეხბურთელით დარჩენილმა „ქონიასპორმა“ შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო.
Konyaspor kalecisi Serkan Kırıntılı’nın 20. saniyede gördüğü kırmızı kart…
Haftaya rakip Fenerbahçe…
Fenerbahçe karşısında Konyaspor’un kalesini €1M bedelle Bolu’ya kiralanan Ertuğrul Taşkıran koruyacak…Hayırlı işler. pic.twitter.com/h2gjNzYSM5
— Opta Troll (@OptaTrol) October 21, 2019