ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა „ლევანტეში“, რომელიც ლა ლიგა 2-ისთვის ემზადება. ქართველი ნახევარმცველის გუნდი „ლეგანესეს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ქართველმა ლეგიონერმა თამაში „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელი, ხავი კალეხა 23 წლის ქართველ ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ მოიაზრებს, რადგან საკონტროლო თამაშების უმრმავლესობა პირველივე წუთებიდან დააწყებინა.

გამონაკლისი მხოლოდ ქოჩორაშვილის ყოფილ კლუბთან, „კასტელონთან“ ბოლოსწინა საკონტროლო შეხვედრა იყო, რომელიც „კასტელონის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. კალეხამ ამ მატჩში სარეზერვო შემადგენლობა ათამაშა.

„ლეგანესესთან“ მატჩი „ლევანტესთვის“ სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო დაპირისპირება და გენერალური რეპეტიცია იყო – 11 აგვისტოს გუნდი ლა ლიგა 2-ის პირველ მატჩს გამართავს და სტუმრად „ამორებიეტას“ დაუპირისპირდება.