ქოჩორაშვილმა ისევ გაიტანა - წიტაიშვილის „გრანადასთან“ მოგებით „ლევანტე“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა ისევ გაიტანა - წიტაიშვილის „გრანადასთან“ მოგებით „ლევანტე“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს გიორგი წიტაიშვილის „გრანადასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:1.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი ძირითად შემაგენლობაში იყო – ქოჩორაშვილმა ვალენსიურ კლუბში 90 წუთი ითამაშა და 8,1 ქულით პირველი ტაიმის საუკეთესო მოთამაშე იყო. გიორგი წიტაიშვილი კი „გრანადას“ მწვრთნელმა შესვენების შემდეგ შეცვალა.

ანგარიში მე-18 წუთზე ქოჩორაშვილმა კარლოს ალვარესის გადაცემის შემდეგ გახსნა, რომელთანაც ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში კარგი დუეტი შექმნა. 31-ე წუთზე კი სტუმრების უპირატესობა პაბლო მარტინესმა გაზარდა.

„გრანადა“ შესვენების შემდეგ თამაშის გადარჩენას შეეცადა და 58-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. „ლევანტეს“ კარი რიკარდო სანჩესმა აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა.

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ასევე ორი საგოლე გადაცემაა.