საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ლა ლიგის შემდეგ ტურშიც ვერ დაეხმარება „ალბასეტესთან“ შეხვედრაში, რადგან ტრავმირებულია, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Valenciaplaza ავრცელებს.
„ქოჩორაშვილი დეკემბერში დაშავდა, მას კუნთის დაუზინდა და იყო მოლოდინი, რომ იანვარის დასაწყისში ითამაშებდა, მაგრამ ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩისთვის, რომელიც დღეს „ალბასეტეს“ წინააღმდეგ „სიუტატ დე ვალენსიას“ სტადიონზე გაიმართება, კვლავ ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, მოედანს თებერვალში დაუბრუნდება.
„ქართველმა ბარძაყის ტრავმა ვერ მოირჩინა და გამოჯანმრთელებისთის მეტი დრო დასჭირდება, მოედანს კი, სავარაუდოდ, თებერვალში დაუბრუნდება. მან კუნთის ტრავმა 2023 წლის 9 დეკემბერს, „ხიხონთან“ შეხვედრისას მიიღო. იყო მოლოდინი, რომ გამოჯანმრთელებოდა და თებერვლამდე ითამაშებდა, მაგრამ ტრავმის რეციდივი მოედნზე მის დაბრუნებას დააყოვნებს“, – წერს გამოცემა valenciaplaza.
გიორგი ქოჩორაშვილი კიდევ ორიოდე კვირას გამოტოვებს. ამის შესახებ „ლევანტეს“ მწვრთნელმა ხავი კალეხამ განაცხადა.
„გიორგი ტრავმამ ცოტა ხნით ისევ შეაჩერა და უნდა გააგრძელოს რეაბილიტაცია, რათა გავიგოთ კონკრეტული თარიღი, გუნდს როდის დაბრუნდება“, – განმარტა კალეხამ „ალბასეტესთან“ შაბათის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.