ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ოვიედოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ოვიედოს“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლიგა 2-ში „ოვიედოს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ვალენსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ლევანტე“ პირველ ტაიში აქტიურობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა.

მეორე ნახევარში უპირატესობა „ოვეიდომ“ მოიპოვა, თუმცა, გატანა ვერც სტუმრებმა მოახერხეს. მატჩის ბოლოს „ლევანტე“ ისევ აგაქტიურდა. საბოლოოდ, ეს დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა.

8 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 15 ქულით ლა ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე დაქვეითდა, მაგრამ ესპანეთის ელიტარულ ლიგაში (ლა ლიგა) გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.