ქოჩორაშვილი ვარჯიშს ახალი წლის შემდეგ განაახლებს - ქართველი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის ტრავმა სერიოზული არაა და, სავარაუდოდ, ის მოედანს მალე დაუბრუნდება, – საქართველოს პირველ არხს სიახლე მოთამაშის ოჯახიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრისას „ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. გიორგის მატჩის მეცხრე წუთზე კუნთი ასტკივდა და იძულებული გახდა, თამაში შეეწყვიტა.
ქოჩორაშვილის შესახებ plazadeportiva-მაც დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, გიორგი კუნთის ტრავმის გამო „უესკას“ წინააღმდეგ მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია და ვარჯიშს ახალი წლის შემდეგ დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა „ლევანტეს“ ნახევარმცველი პირველად საქართველოს ნაკრებში სექტემბრის თამაშებისთვის გამოიძახა და ქოჩორაშვილმა მას შემდეგ ზედიზედ ხუთი შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ გუნდში.