ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურშია
ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურშია

გიორგი ქოჩორაშვილი სეგუნდა “ბ”-ს მესამე ჯგუფის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„საბურთალოს” ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ახალგაზრდლი ნაკრების ნახევარმცველი ესპანეთის „ჟირონას” დუბლებში ასპარეზობს, რომელიც სეგუნდა “ბ”-ს მესამე ჯგუფში გამოდის.

მეორე ტურში „ჟირონა” საკუთარ მოედანზე „ოლოტთან” 0:1 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი თავისიანების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„საბურთალოს” აღზრდილმა ქოჩორაშვილმა გასულ ზაფხულში „ჟირონას” პირველ გუნდში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში „ლა ლიგაში“ მისი დებიუტი შედგება.