ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა შეადგინა.

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ 25 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გიორგი წიტაიშვილის „გრანადასთან“ გასვლითი მატჩში გაიტანა და გუნდს მოგებაში დაეხმარა – 2:1.

ქოჩორაშვილმა ვალენსიურ კლუბში 8,1 ქულით პირველი ტაიმის საუკეთესო მოთამაშე იყო. გიორგიმ მე-18 წუთზე ანგარიში კარლოს ალვარესის გადაცემის შემდეგ გახსნა და მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა (პლუს 2 საგოლე გადაცემა).

„სრულყოფილად შესრულდა დარტყმა, რომლითაც ქოჩორაშვილმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა“, – წერს ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ქართველი ნახევარმცველის დამსახურებაზე.