ქოჩორაშვილი „ბარსელონასთან“ მატჩისთვის ემზადება - ქართველი „ლევანტეს“ სამატჩო განაცხადშია #1TVSPORT
ქოჩორაშვილი „ბარსელონასთან“ მატჩისთვის ემზადება - ქართველი „ლევანტეს“ სამატჩო განაცხადშია #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა, შესაძლოა, დღეს „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშოს – ამის შესახებ „ლევანტეს“ ოფიციალური გვერდი იუწყება.

21 წლის ქართველი ნახევარმცველი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა იმ 23 მოთამაშეს შორის დაასახელა, რომლებიც „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის ემზადებიან. გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ შემადგენლობაში წელს პირველად არ ხვდება მან ერთხელ ლა ლიგაში, ერთხელაც ესპანეთის თასზე ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. ესპანეთში პირველად 2018 წელს წავიდა და „ჟირონაში“ ჩაირიცხა, მაგრამ იჯარით „პერალადაში“ თამაშობდა, სეზონის ბოლოს კი გუნდები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ გიორგი მენეჯერის, ლევან სეთურიძის მონაწილეობით 2019 წელს „ლევანტეში“ აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში ძირითადად, „ლევანტე2“-ში თამაშობს (რომელიც სეგუნდა ბ-ში გამოდის) და გუნდის ფორმით 14 მატჩი ჩაატარა.

ლა ლიგის 36-ე ტურში „ლევანტე“ კატალონიურ გრანდს „ესტადიო დი ვალენსიაზე“ 11 მაისს უმასპინძლებს. ლეო მესი და კამპანია 75 ქულით მესამე ადგილზე არიან და მადრიდის „ატლეტიკოსა“ (77 ქულა) და „რეალის“ (75 ქულა) გადასასწრებად მოგება სჭირდებათ.

ლევანტე“ 39 ქულით მე-14 პოზიციაზეა და ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა არ აქვს. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს თეორიული საფრთხე, რომ 30 ქულის მქონე „უესკა“ და „ელჩე“ დაეწიონ. ამიტომ გუნდს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ სამ შეხვედრაში ქულა სჭირდება.

დატოვე კომენტარი