19 წლის შემდეგ - ქართველმა ესპანეთში გაიტანა (ვიდეო)

ზუსტად 19 წლის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგის გუნდის ფორმით ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. გიორგი ქოჩორაშვილილევანტეს“ შემადგენლობაში შეცვლაზე გამოჩნდა „რასინგ მურსიასთან“ შეხვედრაში და თავი გოლით გამოიჩინა.

ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) გათამაშების 1/64-ფინალში „ლევანტეტერცერა დივიზიონის (რანგით მეოთხე ლიგაა) გუნდს გასვლაზე ესტუმრა და 0:5 დაამარცხა. 21 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი სათარადარიგოებში იყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, გოლი კი 87-ე წუთზე გაიტანა – თანაგუნდელს „სამკუთხედი“ გაუთამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა და მეოთხე გოლის ავტორი გახდა.

საინტერესოა, რომ 21 წლის ფეხბურთელმა სულ 21 წუთი ითამაშა, საერთაშორისო ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმასოპა სქორმა“ ქართველი ნახევარმცველის თამაშს ძალიან მაღალი ქულით შეაფასა – 10 ქულიანი სისტემით ქოჩორაშვილმა 7,7 ქულა მიიღო.

გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია, „ლევანტეში“ კი 2019 წელს ჩაირიცხა და ესპანეთში  გოლი პირველად გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ლევანტეში“ 2007-2008 წლებში შოთა არველაძე ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა და ეს ერთადერთი გუნდია, სადაც არ გაუტანია.

რაც შეეხება ესპანეთის ლა ლიგის გუნდის ფორმით გატანილ ბოლო ქართულ გოლს, ეს 2001 წელს გიორგი დემეტრაძეს ანგარიშზეა – საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაშინ „რეალ სოსიედადში“ გამოდიოდა და 13 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.