ქობულეთში მკვლელობა მოხდა. სოფელ ხალაში დაახლოებით 30 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ოთხ თანასოფლელს შორის კონფლიქტს მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი დაკავებულია, ორს კი, სამართალდამცველები ეძებენ.