ქობულეთის „შუქურას“ ეროვნულ ლიგაში ექვსი ქულა დააკლეს #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ ეროვნულ ლიგაში ექვსი ქულა დააკლეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გათამაშება ქობულეთის „შუქურამ“ ბათუმის „დინამოსთან“ წაგებული (0:5) მატჩით განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გუნდს ექვსი ქულაც დააკლეს.

გასული სეზონის შემდეგ „შუქურას“ ადმინისტრაციას სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელების დავალიანებები მთლიანადაა გადახდილი. გადასახდელი დარჩა რევაზ გოცირიძისა და ყოფილი სამწვრთნელო სტაფის წევრების ანაზღაურება.

სწორედ მწვრთნელების საკითხის გამო ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „შუქურას“ ექვსი ქულა დააკო. კლუბი ცალკე ყოფილ მწვრთნელებთან ცდილობდა მოლაპარაკებას, ცალკე ფეხბურთის ფედერაციისგან ითხოვდა გადაწყვეტილების გადავადებას.

„შუქურას“ ტრანსფერების განხორციელებაც აეკრძალა და კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებას ვერ ახერხებს.

ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურამდე 13 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ქულების დაკლების შემდეგ შვიდი ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა.