ქობულეთის „შუქურამ“ სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ ფეხბურთელები დაიმატა #1TVSPORT
სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ ქობულეთის „შუქურა“ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალწვეულები „შუქურას“ ღირსებას სეზონის დასრულებამდე დაიცავენ. ასევე ნათქვამია, რომ გუნდში გრძელდება სასელექციო მუშაობა და უახლოეს მომავალში კლუბი კიდევ დაიმატებს მოთამაშეებს.
ქობულეთის „შუქურას“ ახალწვეულები:
მცველები:
გიორგი ქავთარაძე, 20 წლის (ბოლნისის „სიონი“)
გიორგი ქიმაძე, 31 წლის (ქუთაისის „ტორპედო“)
ლუკა ნადირაძე, 26 წლის (ჩოხატაურის „ბახმარო“)
ირაკლი კამლაძე, 26 წლის („სამტრედია“)
ნახევარმცველები:
კუმბა ლელო გაი, 25 წლის
ლუკა რობაქიძე, 20 წლის (თბილისის „ლოკომოტივი“)
ბექა ჩანსქელიანი, 20 წლის (ჩოხატაურის „ბახმარო“)
თავდამსხმელი:
ზურაბ ღირდალაძე, 29 წლის (თბილისის „მერანი“)