ქობულეთის „ჩელე არენა“ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა და „შუქურა“ საკუთარ სტადიონს დაუბრუნდა.
ქობულეთის გუნდმა „ჩელე არენაზე“ პირველი მატჩი 29 ოქტომბერს „ცხინვალთან” გამართა და განახლებულ მოედანზე 5:1 დაამარცხა.
„ჩელე-არენის“ სტადიონზე უხარისხო მოედნის გამო ფეხბურთის ფედერაციამ თამაშების გამართვა აკრძალა და პრობლემა თავად მოაგვარა. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სფფ-მ ზაფხულში ქობულეთის სტადიონზე საფარის დაგება დაიწყო.
თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, „ჩელე-არენაზე“ მთავარ მოედანთან ერთად, სათადარიგოც გააკეთეს და უკვე სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედანიც აქვს, სადაც გუნდს მომზადების და ვარჯიშის საშუალება ექნება – განახლებული „ჩელე-არენის“ სურათებს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი კახა შალამბერიძე ავრცელებს.
„შუქურას“ ხელმძღვანელის, რევაზ ჩელებაძის თქმით, ახალი მოედანი არასტანდარტულია – 71 მ X 36 მ-ზე, მაგრამ სავარჯიშოდ გამოადეგია – „ეს სტანდარტული მოედანი არაა, მაგრამ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რადგან სტადიონი მაქსიმალურად ათვისებულია და უკვე ორი მოედნით სარგებლობა შეგვიძლია. ამ მოედანს ცუდ ამინდში სავარჯიშოდ გამოვიყენებთ, კარგ ამინდში კი ბობოყვათის სტადიონზე მოვემადებით. ეს საფარი ქობულეთის მუნიციალიტეტის დაფინანსებით დაიგო და “შუქურას” გარდა, ჩვენი ბავშვთა გუნდები ივარჯიშებენ.“