ქობულეთიდან შორეულ ავსტრალიაში - დავითაძე პირველი ქართველია, რომელმაც მწვანე კონტინენტზე ითამაშა #1TVSPORT
ყველამ ვიცოდით, რომ პირველი ქართველი, ვინც ავსტრალიაში ითამაშა, ბექა მიქელთაძე იყო. ის მართლაც პირველია, ვინც სამხრეთის კონტინენტის მთავარ ლიგაში ითამაშა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში. თუმცა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მწვანე კონტინენტზე იასპარეზა, სულ სხვა მოთამაშა.
ეს ფეხბურთელი დავით დავითაძეა – ქობულეთის „შუქურას“ ყოფილი ფეხბურთელი. ნახევარმცველი 1996 წლის 4 მაისს საქართველოში დაიბადა. 2013/2014 სეზონში გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო მთავარ „შუქურაში“ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა – მას შემდეგ საერთაშორისო ცნობარებში მხოლოდ 2021 წელს გამოჩნდა.
დავითაძემ ავსტრალიის „ეჯ ჰილ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, რომელიც რეგიონული ლიგის ზონალური ტურნირის, ქვინსლენდის პრეზმიერლიგის მონაწილეა. ეს მატჩი 15 სექტემბერს გაიმართა, დავითაძემ ითამაშა „გოლდ კოსტ ნაითსის“ წინააღმდეგ, რომელთანაც „ეჯ ჰილ იუნაიტედი“ შინ 0:2 დამარცხდა.