ქობულეთელები მთავარ ლიგაში დაბრუნდნენ - „შუქურა“ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონია
ეროვნულ ლიგაში ქობულეთის „შუქურა“ დაწინაურდა. აჭარლებმა პირველი ადგილი, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმეს და ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონები გახდნენ.
გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“ საშინაო მატჩი წააგო, მაგრამ მათი უახლოესი მდევარი წყალტუბოს „სამგურალიც“ დამარცხდა და ერთი ტურით ადრე, „შუქურას“ დაწევის თეორიული შანსი დაკარგა.
ქობულეთელები ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2017 წლის სეზონში გამოდიოდნენ, როდესაც ახალი ფორმატით გამართული პირველი სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულეს და რანგით მეორე ლიგაში გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მიერ შექმნილი ვითარების გამო, წელს ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი 4 წრის ნაცვლად, 2-წრედ მიმდინარეობს.
შუქურა – ვიტ ჯორჯია 0:1
მერანი მრ – გაგრა 0:0
დინამო ზგ – სიონი 0:0
შევარდენი 1906 – სამგურალი 2:1