ქინქლაძე პრემიერლიგის 10 ვარსკვლავს შორისაა - „მათ ინგლისის ჩემპიონატის სახე შეცვალეს“ (ვიდეო)
გიორგი ქინქლაძე იმ 10 გამორჩეულ ლეგიონერთა შორის დაასახელეს, რომლებმაც ინგლისის პრემეირლიგა შეცვალეს – წერილი გამოცემა sportsmax-მა გამოაქვეყნა.
„ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში იყო დღე, რომელიც გარდამტეხი გახდა – 1995 წლის 31 მაისი. 25 წლის წინ „ჩელსი“ „სამპდორიას“ რუდ გულიტის კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამ ტრანსფერით გუნდის თამაში შეიცვალა. პრემიერ ლიგა უცხოეთიდან ნიჭიერი მოთამაშეების მოზღვავებას განიცდიდა: ერიკ კანტონამ უდიდესი გავლენა მოახდინა „ლიდსსა“ და „მანჩესტერზე“, იურგენ კლინსმანმა – „ტოტენჰემზე“. გულიტის ჩამოსვლიდან დღემდე ბევრი მაღალი კლასის ლეგიონერი იყო, რომელმაც კლუბები და პრემიერ ლიგა დაამშვენეს“, – წერს გამოცემა.
საუკეთესოებში გულიტისა და ქინქლაძის გარდა მოხვდნენ: დენის ბერგკამპი, დევიდ პლატი, დევიღ ჟინოლა, ლე ფერდინანდი, სტენ კოლიმორი, პოლ ინსი, ჟუნინიო. პოლ გასკოინი. გამოცემა ქართველს ასე ახასიათებს:
„გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. ბოლო წლებში გუნდის გულშემატკივრები შეეჩვივნენ წარმატებებს, რომელიც მათ პეპ გვარდიოლას მიწვეულმა ლეგიონერებმა მოუტანეს – შეიხ მანსურმა, სერხიო აგუერომ, კევინ დე ბრუინმა, ვინსენტ კომპანიმ. მაგრამ „სიტის“ გულშემატკივრების გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს ქინქლაძე დაიკვებს, რომელმაც „მეინ როუდზე“ იმ პერიოდში ითამაშა, როდესაც ფრენი ლი იყო პრეზიდენტი, ხოლო უვე როსლერი – ვარსკვლავი თავდამსხმელი. ქინქლაძის ჩატარეებული პირველივე სეზონის შემდეგ „სიტი“ პრემიერ ლიგიდან დაქვეითდა, გუნდი კი 1998 წელს დატოვა, როდესაც მანჩესტერელები მესამე ლიგაში დაეშვნენ. ქართველი იმ სიბნელეში სინათლის ნაპერწკალი იყო, მისი დრიბლინგები და საჯარიმო დარტყმები არასოდეს დავიწყებიათ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გოლი კი „საუთჰემტონს“ გაუტანა“, – ვკითხულობთ „sportsmax“-ის წერილში.