ქინქლაძე დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინოს შეტანას აპირებს - „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდამ გვარდიოლას საჩუქარი უკვე გაუგზავნა
ქინქლაძე დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინოს შეტანას აპირებს - „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდამ გვარდიოლას საჩუქარი უკვე გაუგზავნა

„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდა გიორგი ქინქლაძე ინგლისში ღვინის კოლექციის გამოშვებას აპირებს, ხოლო დიდბერიში საკუთარი ბარის გახსნას გეგმავს – ინფორმაციას „მანჩესტერივნინგნიუსი“ (manchestereveningnews.co.uk) ავრცელებს.

ინგლისური გამოცემა ამტკიცებს, რომ „ქინქი“ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას უკვე შეუდგა – „მან საკუთარი პროდუქციის ღვინო უკვე გაუგზავნა პეპ გვარდიოლას, რომელიც ღვინის კარგი მცოდნეა. საქართველო, სადაც „სიტის“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დაიბადა, მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი ქვეყანაა“.

მანჩესტერივნინგნიუსის“ ცნობით, გიორგი სამშობლოში ამ საქმიანობას დიდი ხანია ეწევა – „ქინქლაძე
ღვინის წარმოებისადმი დიდ ინტერესს ავლენდა და სამშობლოში რამდენიმე ვენახი აქვს. კომპანია „Kinkladze Wines and Spirits“ ათეულობით სახეობის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელს აწარმოებს – თეთრ და წითელ ღვინოებს, ვისკის და ჭაჭას (ქართული ბრენდია). ყველა მათგანი ყველა გიორგის სამშობლოში ნატურალური წესით მზადდება. ის მხოლოდ საკუთარი ვენახებში მოყვანილი პროდუქციის იმედად არაა, საქმიანობის გაშლას მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს და სურს, რომ დიდ ბრიტანეთი ქართული ღვინოთი მოამარაგოს. ზოგიერთი პროდუქტი მისი სახელით დამზადდება“.