ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართვლოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა ფრანგ დიპლომატს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

სახელმწიფო მინისტრმა ფრანგ დიპლომატთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრა.