ჩელსის ფორვარდმა ქელამ ჰადსონ-ოდოიმ ბარნლის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2-2) ქუსლის ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. 18 წლის ფეხბურთელი მოედნიდან მატჩის 44-ე წუთზე გაიყვანეს.
„გაწბილებული ვარ, სეზონის ნაადრევად დასრულება რომ მომიხდა. ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა მომავალი წლისთვის ოპტიმალურ ფორმაში დავბრუნდე“, – დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერის პირად გვერდზე.
ჰადსონ-ოდოიმ წელს ჩელსის შემადგენლობაში 24 მატჩში ითამაშა, მარტში კი ინგლისის ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.