ქეცბაიას შესანიშნავი დებიუტი - კვიპროსმა შესარჩევში პირველად მოიგო #1TVSPORT
ქეცბაიას შესანიშნავი დებიუტი - კვიპროსმა შესარჩევში პირველად მოიგო #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრების ნაკრების მწვრთნელად ზაფხულში დანიშნულ თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი ჰქონდა ერთა ლიგის C2 ჯგუფის მე-5 ტურში, სადაც მისი გუნდი ლიდერ საბერძნეთს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ქეცბაიას მისვლამდე კვიპროსელები ორი ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ და  C დივიზიონიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე იდგნენ. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილებმა ლარნაკას „აეკი არენაზე“ თამაში კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე მარინოს ციონისის გოლით დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში საბერძნეთის ნაკრებმა მეტოქის კარის აღება მოახერხა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და გოლი გააუქმა, კვიპროსმა კი უპირატესობა შეინარჩუნა და ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ახლა კვიპროსის ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიამ და თუ ბოლო ტურში 27 სექტემბერს გასვლაზე კოსოვოს დაამარცხებს, გუნდი C დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.