ქეცბაიას „ანორთოსისისგან“ უკეთეს თამაშს ელიან - ლორია, კორონავირუსის შემდეგ, ძირითადში სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისისგან“ უკეთეს თამაშს ელიან - ლორია, კორონავირუსის შემდეგ, ძირითადში სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT

ევროპის ლიგის პლეიოფში გასასვლელად „ანორთოსისს“ სასწაული სჭირდება – თემურ ქეცბაიას გუნდი პირველ მატჩში ვენის „რაპიდთან“ 3:0 დამარცხდა, რაც კვიპროსელების შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ამცირებს.

თემურ ქეცბაიას გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური რომ მოიპოვოს, იდეალური თამაში უნდა აჩვენოს. ამის იმედს კი ფეხბურთელების გამოჯანმრთელება აძლევს. როგორც ცნობილია, გუნდმა ურთულესი ერთი თვე გამოიარა და აღმოჩნდა, რომ გიორგი ლორიამ კორონავირუსი ურთულესი ფორმით გადაიტანა, ხოლო ნიკა კაჭარავა ახლა ცდილობს მოედანზე დაბრუნებას.

„ავსტრიელებთან განმეორებითი მატჩი ხუთშაბათს, 12 აგვისტოსაა. მანამდე ქართველ მწვრთნელს გუნდის უკეთესობისკენ შესაცვლელად რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი. თავისთავად ცხადია, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა მისცენ იმ გუნდისთვის, რომელსაც გულშემატკივარი ავსტრიაში გაჰყვა და დამარცხების მიუხედავად ტაშიც კი დაუკრეს. მათ თავიანთი შესაძლებლობის 100 უნდა გამოავლინონ“, – წერია „სპორტ ფმ“-ის ინტერნეტ-გვერდზე.

კვიპროსული მედიის მტკიცებით, მატჩისთვის ემზადება საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაც, რომელიც პირველ მატჩში სათადარიგოთა შორის იყო და მეორე მეკარის ტრავმის გამო იძულებული გახდა ეთამაშა.

„დღევანდელ ვითარებაში, კორონავირუსის შემოტევის შემდეგ გუნდს წაგებისთვის არავინ გააკრიტიკებს. მაგრამ „ანორთოსისი“ წარმატებას თუ მიაღწევს და სასწაულს მოახდენს, მაშინ გუნდში კლიმატი მკვეთრად შეიცვლება. მეკარე ცურის ტრავმის შემდეგ მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო კაჭარავას და ბუსულაიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. დანარჩენი ყველა ემზადება. კორონავირუსის შემდეგ ხუთი კილოგრამი დაიკლო ლორიამ და ფორმაში შესვლას ცდილობს. მაგრამ ის ხუთშაბათს ვენის „რაპიდთან“ მატჩის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ ემზადება“.

წაგების შემთხვევაში, „ანორთოსისი“ ევროსარბიელზე გამოსვლას გააგრძელებს და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც ვროცლავისშლიონსკისა“ და ბეერ-შევასჰაპოელის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.