ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა - 25 ფეხბურთელში მხოლოდ ერთი ახალწვეულია #1TVSPORT
ივნისში კვიპროსის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ორ მატჩს გამართავს – 17 ივნისს „აეკ არენაზე“ საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, ხოლო 20 ივნისს ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება. მზადება 7 ივნისს დაიწყება, სრული შემადგენლობა კი 12 ივნისს შეიკრიბება.
კვიპროსელთა ქართველმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 25 ფეხბურთელი მოიწვია, სადაც ახალწვეული მხოლოდ ჩემპიონის, ლიმასოლის „არისის“ წევრი კოსტას პელეასია.
თემურ ქეცბაიას შერჩეული მოთამაშეების დიდი ნაწილი კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობს:
დიმიტრი ქრისტოფი, კოსტაკის არტიმატასი, მარიოს ანტონიადისი, მინას ანტონიუ, მიქალის იოანუ, ნეოფიტოს მიქაელი (ყველა – ფამაგუსტას ანორთოსისი), ანდრეას პანაგიოტუ, დიმიტრი დიმიტრიუ, იოანის პიტასი, დანილო სპოლიარიცი, ჩარალამბოს კირიაკოუ (ყველა – აპოლონი), ანდრონიკოს კაკულისი, იოანის კუსულოსი, კონსტანტინოს პანაგი, ლოიზოს ლოიზუ, ჩარალამბოს ჩარალამბუსი (ყველა – ომონია), ანდრეას კარო (აპოელი), კოსტას პილეასი (არისი).
ქართველმა მწვრთნელმა ლეგიონერებიც შეარჩია: ნიკოლოზ იოანუ (კომო), სტელიოს ანდრეუ (შარლერუა), პიეროს სოტირიუ (სანფრეჩე ჰიროშიმა), მარინოს სიონისი (კანზას სიტი), ალექსანდრე გოგიჩი (სენტ მირენი), კონსტანტინოს ლაიფისი (სტანდარტი), გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა).