ქეცბაიამ ლეგიონერები გამოიძახა - საქართველოს მეტოქე მზადებას 20 მარტს დაიწყებს #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრებში, რომელიც ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, ხუთი ლეგიონერი გამოიძახა.
ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვიპროსელები 25 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩს შოტლანდიასთან გამართავენ, ხოლო 28 მარტს ერევანში სომხეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.
კვიპროსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მოთამაშე კვიპროსელებიდან ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ხუთი ფეხბურთელი გამოიძახა: მარინოს სიონისი (კანზას სიტი, აშშ), გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა, იტალია), ალექსანდრე გოგიჩი (სენტ-მირენი, შოტლანდია), კონსტანტინოს ლაიფისი (სტანდარტი ლიეჟი, ბელგია) და ნიკოლას იოანუ (კომო, იტალია).
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსის ნაკრები მზადებას 20 მარტს დაიწყებს. დანარჩენი ფეხბურთელების სიას ქართველი სპეციალისტი 17 მარტს გამოაცხადებს.