თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მედიასთან დაწესებული ურთიერთობის ნორმების უგულებელყოფის გამო დასაჯა – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „ფილნიუსი“ არვცელებს.
მიზეზი კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურის შემდეგ მომხდარი ამბავი გახდა – ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ლიმასოლის „აპოლონი“ მიიღო და 1:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ „ანორთოსისის“ მწვრთნელი წაგებით აღშფოთებული იყო და პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, მაგრამ სულ ორიოდე სიტყვა თქვა – „კომენტარის გარეშე” და დარბაზი დატოვა.
კვიპროსის ჩემპიონატის დებულებით, მატჩების დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელებს გააჩნიათ ვალდებულება, პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და განვლილ თამაშზე კომენტარი გააკეთონ.