ქეცბაია ისევ ქართულ საქმეს აკეთებს - საბერძნეთის მარცხი საქართველოსთვის პლეი ოფის მასპინძლობის რეალური შანსია #1TVSPORT
ქეცბაია ისევ ქართულ საქმეს აკეთებს - საბერძნეთის მარცხი საქართველოსთვის პლეი ოფის მასპინძლობის რეალური შანსია #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსის ნაკრებმა პირველი მატჩი C2 ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან მე-5 ტურში გამართა, 1:0 დაამარცხა და ამით არა მხოლოდ კვიპროსს, არამედ, საქართველოსაც დიდი საქმე გაუკეთა.

ქეცბაიას მისვლის შემდეგ კვიპროსელებს 5 ქულა დაუგროვდათ და ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდათ. საბერძნეთის დამარცხებით კი ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა.

ერთა ლიგის ჯგუფის შემდეგ, გამარჯვებულები ევრო 2024-ის შესარჩევის პლეი ოფის ნახევარფინალებში ითამაშებენ – მასპინძლები ორი საუკეთესო  შედეგის მქონე ნაკრები იქნებიან, რომლებიც უარესი ქულების მქონე ორ გუნდს მიიღებენ. ასეთები კი პირველი 4 ტურის შემდეგ 12-12 ქულით თურქეთი და საბერძნეთი იყვნენ, მაგრამ მე-5 ტურში თურქეთმა ლუქსემბურგთან ფრედ ითამაშა, ხოლო საბერძნეთი ქეცბაიას გუნდმა დაამარცხა.

ახალ კი 13-13 ქულა სამ ნაკრებს აქვს, მაგრამ საუკეთესო თურქეთი (ბურთების სხვაობა +14) და საქართველო (+12) არიან, მესამე ყაზახეთია (+5), ხოლო საბერძნეთი ჯგუფის გამარჯვებული კი გახდა 12 ქულით, მაგრამ ბოლო ადგილზე დაქვეითდა.

საბოლოოდ, ვინ ვის შეხვდება ბოლო ტურის მატჩებს შემდეგ გაირკვევა. მთავარია, 26 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარი დაამარცხოს და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით.

გთავაზობთ ჯგუფების 4 გამარჯვებულის სათამაშო გრაფიკებს:

კვირა, 25 სექტემბერი

აზერბაიჯანი – ყაზახეთი

ფარერის კუნძულები – თურქეთი

ორშაბათი 26 სექტემბერი

გიბრალტარი – საქართველო

სამშაბათი, 27 სექტემბერი

საბერძნეთი – ჩრდილოეთ ირლანდია